logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს
- +

30 ივლისი. 2021. 19:31

 

 

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ოზურგეთის მერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობას უხდის და ამბობს:

 

„ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება - სხვა ამოცანებთან ერთად, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ოზურგეთში.

 

თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო. ნდობისთვის მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა #ერთად გავიმარჯვებთ!“, - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner