logo_geo
eng_logo
ხათუნა ჟორდანია ხატია დეკანოიძეს: ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით - ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!
- +

30 ივლისი. 2021. 19:59

 

 

მომღერალი ხათუნა ჟორდანია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს მიმართავს:

 

„ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი (თან ვითვალისწონებ ჩემს გურულ სიფიცხეს, ჩემს ავად ყოფნას) მაგრამ ვეღარ...

ქ-ნო ხატია დეკანოიძე თუ დეკანოსიძე!!!!!!!

რაღაც სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ყური მოვკარი.

ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით საერთოდ, მანამ, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!!

საქართველოში, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და გვედარდებოდა სხვისი გაჭირვება.

ბევრს არ გავაგრძელებ და სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების სროლით, ვერ ხართ კარგი მსახიობი და დიდი ხანია თქვენი არ სჯერა არავის...

P.S. ერთი კენგურუ გამიკეთე, ხტუნაობა კი გეხერხებათ, ჩაისვი თინა და მისთანები ჯიბეში და  სკუპ-სკუპით გ@@@@@@ით  ჩვენი ცხოვრებიდან“, - წერს ჟორდანია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner