logo_geo
eng_logo
პოლ ჯოიალი: „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი რადიკალური პოლიტიკური პარტია, მანიპულაციების მზა სამიზნეა გარე ძალებისთვის
- +

30 ივლისი. 2021. 22:55

 

 

„საქართველოს მოსახლეობამ ნათლად გამოხატა, რომ დასავლური გზა არის მისი არჩევანი. მოსახლეობის პრო-დასავლური რწმენებითა და მიდგომებით, შედეგად მიიღებთ მეტ ინვესტიციას, მასშტაბურ ტურისტულ ინდუსტრიას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ჩვენ ამას განვაგრძობთ, ჩვენ უნდა წავახალისოთ მთავრობა რომ განაგრძოს სვლა პროდასავლურ გზაზე. ასევე უნდა წავახალისოთ სხვა პოლიტიკური პარტიები რომ შეუერთდნენ ქვეყნის მმართველობის პროცესს“, - ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელმა ანალიტიკოსმა, პოლ ჯოიალიმ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს მილიონერი კაცი უკრაინიდან, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. იგი აკონტროლებს პარტიის ქმედებებს, რადგან მისგან მოდის და მისი უკრაინული ოფისიდან მოდის დაფინანსება. სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს არის კაცი, რომლისთვისაც ძალიან კომფორტულია მთავრობის გადაყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. მთელი ეს ბრძოლა რაც მიმდინარეობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მთლიანად ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს, რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მთავრობაში უნდა გაიზარდოს თანამშრომლობა და შეჩერდეს ეს დესტრუქციული გზა, რომელსაც ახლა რუსეთი და სხვა ძალები იყენებენ, სახელმწიფოს დასანაწევრებლად. რუსეთი ამას ცდილობს საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მანიპულაციების მზა სამიზნე ასეთი გარე ძალებისთვის“, - განაცხადა პოლ ჯოიალმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner