logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი - რაც შეეხება ახალ შესაძლო დოკუმენტს, ეს ფურცელი გადაშლილია
- +

30 ივლისი. 2021. 23:14

 

 

„დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და ეს იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„რაც შეეხება კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ასეთი ინტერესი და სურვილი, მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით, ასეთი კონსულტაციები გვექნება. თუ აქვთ კონკრეტული რჩევები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეფორმა უნდა გატარდეს ამ თუ იმ სფეროში, ამ კონსულტაციებს მივიღებთ, ამაში ჩავერთვებით და მაქსიმალურად მხედველობაში მივიღებთ ნებისმიერ რეკომენდაციას. რაც შეეხება რაიმე ახალ შესაძლო დოკუმენტს, მოლაპარაკებას, ეს ფურცელი გადაშლილია. ერთსა და იმავე მდინარეში ოპოზიცია ვერ შევა და ჩვენ არ შევალთ - ეს არის ჩვენი პოზიცია. ერთხელ მივეცით შანსი, 100 დღის განმავლობაში ჰქონდათ ეს შანსი კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს და ჩვენ, ბუნებრივია, არასერიოზულ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, მეორედ ერთი და იგივე შანსის მიცემა ამ პარტიებისთვის არის სრული უგუნურება. ამას, პირველი რიგში, ჩვენი ამომრჩეველი და საზოგადოება არ გვაპატიებს, ამაზე საუბარი ჩვენთვის არის ნონსენსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner