logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება „ნაცმოძრაობა“
- +

31 ივლისი. 2021. 00:33

 

 

„ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს. მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„არსებობს პრაქტიკა, რომ მტრები შერიგდებიან ხოლმე იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანონ. მტერთანაც შეიძლება შეხვიდე გარიგებაში, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა გუნდს და ქვეყანას, როდესაც საქმე გაქვს მოღალატესთან, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე. როცა ერთხელ ნაღალატები აქვს ადამიანს გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner