logo_geo
eng_logo
უკრაინაში ქვეყნის საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგია დაამტკიცეს
- +

31 ივლისი. 2021. 00:54

 

 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის პირველი საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგია დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„უკრაინამ პირველად, 30 წლის განმავლობაში, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მკაფიო და გასაგები სტრატეგია მიიღო. გასული 30 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკა იყო, თუმცა სტრატეგიულად გათვლილი მიდგომის არარსებობის გამო, ჩვენ გვქონდა რყევები და მუშაობის არასაკმარისი ეფექტიანობა მთელი რიგი მიმართულებით“, – განაცხადა კულებამ უკრაინის ეროვნული უსაფრთოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მინისტრის თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ განსაზღვრულია უკრაინის საგარეო პოლიტიკის მიზანი, თავი დაიმკვიდროს მსოფლიოში, როგორც ძლიერმა, ავტორიტეტულმა ევროპულმა ქვეყანამ.

 

დოკუმენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ექვს პრიორიტეტულ მიმართულებას: უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; რუსეთის აგრესიული პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა; ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვა; უკრაინული ექსპორტის გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა; საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა; მსოფლიოში უკრაინის დადებითი იმიჯის გაძლიერება.

 

დიმიტრი კულებას თქმით, დოკუმენტი 254-გვერდიანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner