logo_geo
eng_logo
როშელ ვალენსკი: აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს
- +

31 ივლისი. 2021. 10:48

 

 

„აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს“, - ამის შესახებ Fox News-ის ეთერში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, მხარს თუ უჭერს თუ არა ის ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების იდეას, ვალენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესწავლით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაა დაკავებული.

 

„ზოგადად, მე უფრო ფართო ვაქცინაციის მომხრე ვარ. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამ საკითხებს ვსწავლობთ“, - აღნიშნა CDC-ის დირექტორმა.

 

მოგვიანებით Twitter-ზე როშელ ვალენსკიმ განმარტა, რომ იგულისხმა „სავალდებულო ვაქცინაცია კერძო კომპანიებისა და ფედერალური მთავრობის ცალკეული ელემენტების დონეზე“, ხოლო ეროვნულ დონეზე სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner