logo_geo
eng_logo
კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს
- +

31 ივლისი. 2021. 11:06

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სექტემბერში შეიქმნება. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან.

 

დღევანდელ შეხვედრაზე სახელოვნებო რეფორმაზე გამახვილდა ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეიქმნება ასევე სამუშაო კომისია , რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართული და კომიტეტთან ერთად შემუშავდება სისტემა, რომელიც საქართველოს დღევანდელ რეალობაზე იქნება მორგებული.

 

„როგორც ვიცით, კულტურის სფერო ძალიან დაზარალდა პანდემიით. დღევანდელ შეხვედრაზე კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები განვიხილეთ და მათი გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner