logo_geo
eng_logo
ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა
- +

31 ივლისი. 2021. 11:50

 

 

26–30 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართა.

 

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი)  ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

 

ფესტივალის გახსნის და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

 

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა.

 

ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები გადაეცათ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დაიხურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner