logo_geo
eng_logo
ერაყში თავდასხმას ათზე მეტი ადამიანის ემსხვერპლა
- +

31 ივლისი. 2021. 17:00

 

 

ერაყში თავდასხმას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცისა სააგენტო „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში, ქალაქ იათრიბში, დაკრძალვაზე მოხდა.

 

თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულია სულ მცირე 50. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის მტკიცებით თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

 

ერაყის ჩრდილოეთ რეგიონები ხშირად ხდება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის სამიზნე. გასულ კვირას თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდათის ერთ-ერთ ბაზრობაზე აიფეთქა თავი, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.

 

ერაყის სამთავრობო ძალები ხშირად ახორციელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს რეგიონის მთიან ადგილებში და უდაბნოში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს სავარაუდოდ, თავშესაფრები აქვთ მოწყობილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner