-
+
31 ივლისი. 2021. 17:24
ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს.
ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვნენ. ამას უარყოფს პროკურატურა და აცხადებენ, რომ მომხდარი ორ ოჯახს შორის მრავალწლიან კონფლიქტს უკავშირდება. უწყების ცნობით, მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა ოჯახის სახლი გადაწვეს.
უცნობია ზუსტი მიზეზი, რა იყო ოჯახების დავის მიზეზი. საქმეზე 10 პირია დაკავებული.
წყარო :