წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში 34 წლამდე ახალგაზრდა დაიხრჩო.
მამაკაცი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო, წყალში გადახტომის შემდეგ კი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მან თავი ქვას დაარტყა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ამ წუთებში, პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს.