„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
ქალს მეგობრები მეორე დღეა ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მას პოლიცია და მოხალისეები ეძებდნენ.