არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე - გია სალუქვაძე შეხვედრებს მართავს ბრიუსელში, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, დიპლომატიური და ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენლებთან.
დღეს დაგეგმილია ევროპარლამენტთან არსებული ბრიუსელის პრესკლუბში პრესკონფერენცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსათვის" მიერ მომზდეული ფილმის ჩვენება. ფილმი შეეხება სააკაშვილის 9- წლიანი რეჟიმის დანაშაულებების მხილებას. წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო დოკუმენტური მასალები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსათვის" თავმჯდომარე გია სალუქვაძე აგრეთვე შეხვდება ევროპარლამენტის დეპუტატებს: ანტანას გუოგას - ევროპარლამენტ-საქართველოს ურთიერთობის კომიტეტის წევრს და საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს, ირიშ ჰოფფმანს - გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს, ევროპარლამენტის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის წევრს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვიცე- თავმჯდომარეს, ევროპის სოციალისტური ინტერნაციონალის თანათავმჯდომარესა და სხვებს.