logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ცხელ გულზე: მიდი, TAKO, შაუბერე!
- +

31 ივლისი. 2021. 11:30

 

 

ცხელ გულზე: მიდი, TAKO, შაუბერე!

 

ეს TAKO მართლაც "არაფრის აზრზე" არ არის. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ "ყველაფრის მცოდნემ" რომ არ იცის "ვისი ვიოლინო ვის როიალშია". (იხ.ქვემოთ)

 

კლასტერი არა... კვახი!

 

არ ვარ თბილისში, არ ვუცქერ ტელეს, არ ვუსმენ რადიოს, არ ვეცნობი პრესას; მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით შევდივარ ინტერნეტში.

 

ამ ვითარებიდან გამომდინარე, არ ვარ საქმის კურსში რასთან დაკავშირებით აფრქვევს მორიგ "სიბრძნეს" ეს ყეყეჩი და პრიმიტივი "ბაზრის მდედრი" TAKO, რატომ დააბრუნა ბოღმიანი ანგარიშსწორების  სამიზნედ ისევ ბატონი ჭუმბურიძე, რატომ აკავშირებს ჩემთან  - ადამიანთან, რომლის  მიმართაც მას, ამ 25 წლის მანძილზე, არაერთგზის გამოუთქვამს "კეთილი შეფასება-სურვილები".

 

ბევრჯერ დავრწმუნებულვართ,  რომ  TAKO- ს  კითხვა არ უყვარს (ბავშვობიდან), მით უმეტეს, პრესის; ამიტომაც არ იცის ამ "სტაჟიანმა პუბლიცისტკამ" პროფესიულ ოჯახში "ვინ არის ვინ", არ იცნობს თავისსავე "კოლეგების" შემოქმედებას.

 

ეს რომ ცოდნოდა, ერთხელ მაინც ექნებოდა ყურმოკრული (ან, წაკითხული) გვარი იმ ადამიანისა, რომელსაც ადრეც და ახლაც უტიფრად აბრალებს იმ "საამაყო და მისაბაძ" ნიშან-თვისებებს რისი აშკარა გამოხატულებაც და უხვად მატარებელი... თავად გახლავთ.

 

და კიდევ ერთი. ამ უტვინომ ვერა და ვერ შეითვისა ის "კაგებეშნიკური" ტექნოლოგიების  ხელოვნება, რომელსაც ფილიგნარული ტექნიკით ფლობდა  და გამიზნულად იყენებდა მისი უნიჭიერესი პოეტი-მამა:  დაუფიქრებლად და ხისტად არასოდეს შეეხო იმ ადამიანს, ვისაც  შეუძლია "ხურდის დაბრუნება". მით უმეტეს, ნიჭიერს და ინფორმირებულს. ამ შემთხვევაში მისი იარაღი გახლდათ ლაზღანდარობა  (შევარდნაძის ტერმინი), სკარბეზული ფუნაგორია და ანეგდოტი...

 

პირადად მე ობიექტურობა არასოდეს(!) დამიკარგავს და ახლაც ვიტყვი:

 

აშკარაა, რომ წერა-კითხვის უცოდინარი "პუბლიცისტკა" TAKO - კვაზი-პარტიის "ლიდერი" და "რჩეული დეპუტატი" ებრძვის ნიჭიერებით გამორჩეულ პუბლიცისტს, რომელსაც ადრეულ წლებში ეყო გამბედაობა და კორექტულად გააკრიტიკა დიდი ლიტერატურული მაღალჩინოსანი.

 

და არა მარტო მას.

 

შვილი ასრულებს მამის ანდერძს და  ცდილობს გაუსწორდეს მათ(!), ვინც, თურმე, ხელს უშლიდა მის კარიერულ წინსვლას და კეთილდღეობას.

 

ისტორია მეორდება: როგორც სჩანს ვიღაც-ვიღაცეები(!) საფრთხეს უქმნიან  "მორკინალის დედოფლის" ოჯახს ბინძურად ნაშოვნი ქონებით შემდგომ გამდიდრებაში.  არცერთი "კრიშა" ცოცხალი აღარ არის.  ამიტომ საჭიროა ბრძოლა ყველას(!) წინააღმდეგ ყველა(!) ხერხით: პოლიტიკურად -პარტიის შექმნით, დეპუტატის მანდატით, საკუთარი გაზეთით, ყოველდღიური წივილ-კივილით, ცილსწამებით, ჭორიკნობით, ყალბი ბრალდებებით...

 

წარმატებისთვის კი ფულია საჭირო. ფული!

 

ასეა ეს, როგორც იტყოდა დათა თუთაშხია!

 

დავამატებდი: ტაში, კუკური!

 

ახლა კი გაეცანით  "პუბლიცისტკა TAKO"-ს მორიგ შედევრს:

 

"დიახ  მეობრებო,ეს  დაქირავებული "ლიტ კრიტიკოსია" ფოფხაძის კლასტერიდან, ხომ გახსოვთ მეგობრებო  ?! მე ასე მოვიხსენიე : ასო ბგერა ( ჭ) ,ჯერ კიდევ ძველი დროიდან დაქირავებული " ლიტ. ასოთმავალი". ბოლო სამი წელია  განსაკუთრებით თავს მესხმოდა ხოლმე სასტიკად , როგორც " ოცნების " აპოლოგეტი , მეც და გარდაცვლილ მამაჩემს- ჯანსუღს. ჰოდა  ა ბატონო ეს მლიქვნელი წულუკიანის " კონტროლი" აღმოჩნდა  და მწერლებმა ღირსეულად გააპროტესტეს მისი " ჩასმა" "გოს.კონტროლად" ლიტერატურულ კონკურსში!!!!!!!! ასეა ,არაფერი იმალება ამ ქვეყნად!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner