logo_geo
eng_logo
ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
- +

31 ივლისი. 2021. 23:41

 

 

ინდოეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ ხელმძღვანელი მუჰამედ ისმაილ ალვი, რომელიც 2019 წელს ქაშმირის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ქალაქ სრინაგარში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს

 

2019 წელს, ქაშმირის რეგიონში, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა ავტობუსს, რომელსაც ინდოეთის გასამხედროებული პოლიციის 40 მებრძოლი გადაჰყავდა. ტერორისტული აქტის შედეგად ავტობუსში მჯდომი ყველა მებრძოლი დაიღუპა. მომხდარზე პასუხიმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ აიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner