2004 წელი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ბუნტის მოწყობის მცდელობის შესახებ საუბრობს და ზურაბ ადეიშვილს მოუწოდებს, პატიმრებს პირდაპირ გაუხსნან ცეცხლი.
„მინდა ვუთხრა კრიმინალური ავტორიტეტების ყველა დამცველს, ისინი მიიღებენ ძალიან უხეშ დარტყმას კბილებში!
ზოგიერთი მოკრიმინალო ჯგუფი აპირებს ციხეებში ბუნტის მოწყობას ხვალიდან, სოლიდარობის ნიშნად. მე ვურჩიე ზურაბ ადეიშვილს, რომ ციხეში ბუნტის მცდელობისას გამოიყენენ ძალა და გახსნან ცეცხლი! ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება ბუნტს მოწყობას!
ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება!"- აცხადებს სააკაშვილი.