logo_geo
eng_logo
გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია
- +

1 აგვისტო. 2021. 01:50

 

 

„გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია,“ - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, გერმანიის გარემოს დაცვის რეგიონულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქარხნის ახლოს მდებარე საცხოვრებელი რაიონიდან აღებული სინჯები არ შეიცავენ დიოქსიდებს ან პოლიქლორირებულ დიფენილებს.

 

მიუხედავად ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ზომების დაცვის აუცილებლობა ძალაში რჩება.

 

ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება 27 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომელთა ცოცხლად პოვნის იმედი პრაქტიკულად არ არსებობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner