logo_geo
eng_logo
მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს
- +

1 აგვისტო. 2021. 02:34

 

 

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი საღამოს იპოვეს.

 

შსს-ში დაადასტურეს რომ გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკია, რომელიც 30 ივლისს გაუჩინარდა.

 

უწყების ცნობით, ​თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

 

დაკარგული ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner