logo_geo
eng_logo
ტურისტების ევაკუაცია ნავებით უწევთ
- +

1 აგვისტო. 2021. 02:54

 

 

ხანძრის გამო პანიკაში ჩავარდნილი ტურისტები სანაპიროდან სპეციალური სამაშველო ნავით გაჰყავთ. ახლომდებარე ხანძრების გამო კურორტ ბოდრუმში მათ სასტუმროების დატოვებაც მოუწიათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

ამასთან, რუსული სააგენტოს ცნობით, 100 -ზე მეტი რუსი ტურისტი ევაკუირებული იქნა ბოდრუმიდან და გადასახლებულია ახალ სასტუმროში.

 

ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა თურქეთისთვის და ბიზნესის მფლობელები იმედოვნებდნენ, რომ ეს ზაფხული გაცილებით უკეთესი იქნებოდა ვიდრე შარშან, როდესაც შეზღუდვებმა გამოიწვია ტურიზმის მკვეთრი ვარდნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ქალაქებში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შაბათს უფრო გაიზარდა.

 

ოთხშაბათიდან მთელ თურქეთში გაჩენილმა ხანძრებმა დაწვა ტყეები და დასახლებული პუნქტები, სოფლები და ტურისტული ადგილები. ამასთან, ხუთი პროვინციის დასახლებული უბნები კატასტროფის ზონად გამოცხადდა.

 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებულთა ტერიტორიები დაათვალიერა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ მთავრობა დაფარავს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ქირას და აღადგენს მათ სახლებს. ასევე, გადასახადები, სოციალური უზრუნველყოფა და სესხის გადახდა გადადებული იქნება დაზარალებულთათვის, მცირე ბიზნესს კი ნულოვანი საპროცენტო სესხს შესთავაზებენ.

 

ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობის თვითმფრინავების რიცხვი ექვსიდან 13 -მდე გაიზარდა, მათ შორის არის თვითმფრინავები უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner