logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც უკვე ხუთი დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან
- +

1 აგვისტო. 2021. 10:51

 

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის სამხრეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც უკვე ხუთი დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ მანავგათში პრეზიდენტი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდა. მან ასევე მოინახულა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი მარმარისი.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.

 

„თქვენ თუ გული ამოგვგლიჯეთ, გეფიცებით, ჩვენც ამოგგლეჯთ გულს. თუ აღმოვაჩენთ ასეთ კავშირს, რომლის ნიშნების უკვე არის, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

ერდოღანის თქმით, ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია და ცეცხლის ჩაქრობაში სულ უფრო მეტი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. კერძოდ, მისი ცნობით, თურქეთს დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაუგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner