logo_geo
eng_logo
შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს
- +

1 აგვისტო. 2021. 10:53

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.

 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

 

ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

 

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner