logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის სექტის უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით უბოროტესი მავნებლობაა
- +

1 აგვისტო. 2021. 13:00

 

 

„სააკაშვილის სექტის დღევანდელი უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით, რომ ქვეყანა სრულიად დაუცველია, ტოტალური პანიკაა, კრიმინალმა წალეკა ყველაფერი, ტურისტები აქ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, სანქციები უნდა დაწესდეს და ა.შ. არის უბოროტესი მავნებლობა, საბოტაჟი და უტიფრობის უტიფრობა და ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.

 

მისი თქმით, თუ გვარამიას ბინძური პროპაგანდის ბექ-ვოკალი პარტიას „საქართველოსთვის“ „ღირსეულობას“ მატებს, ყველაფერი უცხადესია:

 

„Маразм крепчал, сосуды гнулись, и крыша съехавши была! როგორ ზუსტად აღწერს ერთ-ერთი რუსი თანამედროვე მწერლის ეს ციტატა კრემლისთვის სასარგებლო იდიოტ ნაცოპოზიციას და მას მიტმასნილ სუბიექტებს. ქართული საზოგადოების ეს პარაზიტი სეგმენტი ყოველდღიურად ფსკერის ფსკერზე დაშვების შეუქცევად რეჟიმშია. შეუძლებელია მსოფლიოში მონახო სხვა ანალოგი ასეთი ოპოზიციური შლეგი პოლიტიკური ძალისა, რომელიც ცხედრებით ვაჭრობს, ყველაფერს კადრულობს დესტაბილიზაციის მისაღწევად, ნატრობს სახელმწიფოს იზოლაციაში მოქცევას და ასე სურს ხელისუფლებაში მობრუნება.

 

სააკაშვილის სექტის დღევანდელი უბინძურესი „მესიჯბოქსი“ დაღუპული ავსტრალიელი ტურისტის გამოყენებით, რომ ქვეყანა სრულიად დაუცველია, ტოტალური პანიკაა, კრიმინალმა წალეკა ყველაფერი, ტურისტები აქ აღარ უნდა ჩამოვიდნენ, სანქციები უნდა დაწესდეს და ა.შ. არის უბოროტესი მავნებლობა, საბოტაჟი და უტიფრობის უტიფრობა! და ამ მარაზმში ჩაერთო გახარიას პარტიის ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ექს-ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც განაცხადა: „დღეს, ქვეყანაში მოქალაქეებს, ტურისტებს დაუცველობის განცდა აქვთ, ეს განცდა ჩნდება მაშინ, როცა ხედავ, რომ ხელისუფლება განზე დგას„. თუ გვარამიას ბინძური პროპაგანდის ბექ-ვოკალი პარტიას „საქართველოსთვის“ „ღირსეულობას“ მატებს, ყველაფერი უცხადესია. ასეთ შეუგნებელ მღრღნელებთან აღარ აქვს აზრი განვითარებულ დასავლეთში არსებულ გაცილებით უარეს კრიმინალურ ვითარებაზე საუბარს და არც საქართველოს უსაფრთხოებაზე ობიექტური, საერთაშორისო ანგარიშების მოშველიებას, რომელსაც, სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი მაშინდელი ჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილიც გვამცნობდა ხოლმე. მართლაც და მარაზმია „სახურავდაცურებული“ ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილის განცხადებები და ქმედებები“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner