logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: „ხალხი გაირყვნებაო“- ჯერ არ უთქვამს „კუპონას“ და ან რურუას?
- +

22 ივლისი. 2016. 23:30



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მთავრობის ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქსა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნას, ასე აფასებს.



„დაღუპა ქვეყანა... მიწასთან გაასწორა ქვეყანა....

ახლა რას ამბობენ ნეტავ ჩვენი გენიოსი მიშისტანის იდეოლოგები? „ინტერნეტი რომ იქნება სოფელში ხალხი გაირყვნებო"  ჯერ არ უთქვავს კუპონას და ან რურუას? ეგენი არიან მაგათი არხის გიგანტები..."- წერს ცაგურია.




საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება.



პროგრამით გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად კი, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთა ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.


არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდიქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მოხერხდა პროექტის ისეთი სტრუქტურირება, რომ ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თვალსაზრისით. პროექტს ფონდი „ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია, ერთეული - Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.


მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ - ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner