სად აწამებდნენ პატიმრებს? პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე პატიმრობაში ყოფნის პერიოდს იხსენებს.
გია სალუქვაძე ვიდეოკადრებში სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ ადგილებს გვაჩვენებს, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, პატიმრებს გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.
„ეს არის ორთაჭალის ცნობილი კრიტი. სასადილო და მე მაინტერესებს ქალბატონი კალმახელიძე, როცა აჩვენებდა მთელს ქვეყანას, იმ სასადილოებს, სადაც თითქოსდა საუკეთესო კვებაა, ნახეთ რა პირობებში ხდებოდა საკვების დამზადება.
აქ წლების განმავლობაში, ამ სიბინძურეში, ამ გაუსაძლის პირობებში მაქსიმალურად ცდილოდბნენ პატიმრები, რომ შეექმნათ პირობები. მაგრამ შეხედეთ!
მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და ვკითხო, შეიძლება თუ არა ადამიანმა იცხოვროს ასეთ პირობებში? არის თუ არა დარჩენილი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაკეთდა ამნისტია? ამნისტია კი არა ეს შენობა უნდა გადაიქცეს წამების მუზეუმად, სადაც სააკაშვილმა თავისივე ხალხი ამყოფა!"- აცხადებს სალუქვაძე.