ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს 70 წლის გახდა დათო აბესაძე!
ლეგენდარული „ცისფერი ტრიოსა“ და ნაღდი, ანუ პირველი „ქართული ხმების“ მომღერალი.
ის, რომ ღვთით ბოძებული ხმის და ნიჭის პატრონი იყო, ყველამ ვიცოდით.
მაგრამ თუ ბუნებამ ასეთი ამტანობის, ვაჟკაცობის, ბრძოლისუნარიანობის თვისებებით და სულის უკიდეგანო სიძლიერითაც დააჯილდოვა, ეს გაჭირვებასა და ტკივილთან ჭიდილმა დაგვანახა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ქართული სიმღერის სადიდებლად, ჩვენმა დათომ გაიმარჯვა, ბეჭებზე დაანარცხა სენი და...
ორივე პროტეზის მეშვეობით არა მარტო ამაღლდა სულიერად, არამედ ფიზიკურადაც კი „გადაუჯოკრა“ მის მუდმივ კონკურენტს და ძმობილს, უსაყვარლეს სეფოს - თამაზ სეფერთელაძეს (165)... ერთი სანტიმეტრით!
იდღეგრძელე, დათო!
კვლავაც დაატკბე ქვეყანა უნიკალური ხმით, შე მართლა ანგელოზო!