logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა მოკლული შანაი ბრუკის მეზობლები გამოჰკითხეს
- +

1 აგვისტო. 2021. 18:44

 

 

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შანაი ბრუკის საცხოვრებელ სახლში ექსპერტები მუშაობენ. პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მეზობლები და ნაცნობებიც გამოჰკითხა.

 

ამასთან, სამართალდამცველებმა მთაწმინდის პარკში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღეს, თუმცა, ფირებზე ბრუკი არ აღმოჩნდა.

 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

 

ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ქალ საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

 

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner