logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამას არჩევნებში ვინმემ ხმა რატომ უნდა მისცეს?
- +

1 აგვისტო. 2021. 19:01

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მედიკო მეზვრიშვილი ცოცხალი რომ იყოს, ამას პირდაპირ მიახლიდა: ქალო, რეებსა ჰბოდამ, სინდისიც ხო კაი საქონელიაო?!

 

არ მიყვარს წამოძახებები, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ქალბატონ ნათიას უნდა ვუთხრა: გახსოვთ, ვიღაც დეგენერატმა ხადას ხეობაში ამერიკელების (სმიტების) ოჯახი რომ ამოხოცა? ეგ ამბავი 2018 წლის ივლისში მოხდა, როცა ბატონი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, ნათია მეზვრიშვილი კი მისი მოადგილე.

 

ახლა მაინტერესებს, მაშინ ხელისუფლება ძალადობისგან დაცვის ფუნქციას ასრულებდა?!

 

როგორც მახსოვს, იმ პერიოდში ამტკიცებდა - ხალხო, ეგეთი რაღაცები ყველგან ხდება, რას ვიზამთ, ცხოვრება მუხანათი რამეა, მიმდინარეობს გამოძიებაო. ამას გამართული ქართულით ლაპარაკი ადრეც უჭირდა (პირწავარდნილი „ენჯეოშნიკია“), მაგრამ რაც „ოპოზიციაში“ გადაბარგდა, საერთოდ გავიდა სააზროვნო მომსახურებიდან!

 

„ნაციონალები" და მათთან გათანაბრებული მტრები რომ ლაპარაკობენ სისულელეებს, ეს გასაგებია, მაგრამ გუშინდელი მაღალჩინოსანი რომ ბოდიალობს და ხელს იშვერს იქით, სადაც თვითონ იჯდა, ეს უზნეობაა!

 

ვინ-ვინ და, ყველაზე კარგად ამ ქალმა უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, დანაშაული (მკვლელობა) ყველგან ხდებოდა, ხდება და მოხდება, ამის გამო საკუთარ სახელმწიფოს არავინ ანგრევს!

 

დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი წესრიგი, მეტი მუშაობა, მეტი მონდომება, მაგრამ რასაც ზოგიერთები აკეთებენ, ეს უკვე ღალატია!

 

ვუყურებ ამათ, ამათნაირებს და... რა ვიცი, რა ვიცი, რა ვიცი... ეგეთი დაშტამპული და ალოგიკური აზროვნების ადამიანი რატომ უნდა ყოფილიყო მეფის ტოლა მინისტრის მოადგილე? რატომ უნდა მსჯელობდეს „შავნოდარას“ ლექსიკით?!

 

ისე, მე ის უფრო მაინტერესებს, ამას არჩევნებში ვინმემ ხმა რატომ უნდა მისცეს? ერთი მიზეზი მაინც არსებობს ბუნებაში?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner