პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ ადგილებს გვაჩვენებს, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, პატიმრებს გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.
„ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც ცნიბილი კადრებია ასახული, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა პატიმრების ცემასთან დაკავშირებით.
სიკვდილის პირას მიჰყავდათ პატიმრები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბადრაგი აქ არაფერ შუაში არ არის, ეს იყო ციხის ადმინისტრაცია! ეს ის ადგილია, სადაცა ვაჟბატონები იდგნენ და რიგრიგობით ცემდნენ პატიმრებს"- აცხადებს სალუქვაძე.