logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს
- +

2 აგვისტო. 2021. 10:39

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემა შარლ მიშელის დოკუმენტს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება.

 

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner