მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.
სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ თავდასხმის მონაწილე სამ შეიარაღებულ პირს, რომლებმაც ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნეს. გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას პოლიციამ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც, დაუდასტურებელი ცნობით, თავი მოიკლა.
მიუნხენში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.