logo_geo
eng_logo
მიუნხენში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
- +

23 ივლისი. 2016. 01:00



მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.


სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ თავდასხმის მონაწილე სამ შეიარაღებულ პირს, რომლებმაც ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნეს. გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას პოლიციამ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც, დაუდასტურებელი ცნობით, თავი მოიკლა.


მიუნხენში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner