logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
- +

2 აგვისტო. 2021. 12:31

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

 

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ 100 დღე ელოდებოდა, რომ ოპოზიცია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერდა და ნორმალურ პროცესს წარმართავდა.

 

„მათ ეს არ გააკეთეს, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის შეცვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner