მიუნხენში დღეს საღამოს მომხდარი სროლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქის პოლიცია „თვითერის" გვერდზე იუწყება . ცნობილი გახდა, რომ მომხდარის გამო გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, სადაც ის შვებულებით იმყოფებოდა. ნიუ-იორკში ჩაფრენისთანავე მან გერმანიაში დაბრუნების განკარგულება გასცა. მიუნხენის მოვლენების გამო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა მუშაობის ექსტრემალურ რეჟიმზე გადავიდა. მინისტრთა კაბინეტის წევრები ინფორმირებულები არიან მომხდარის შესახებ. უცხოური ტელეკომპანიები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დღეს მიზანმიმართულად ბავშვების მიმართულებით ისროდა.