logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო მიდგომისა და არგუმენტების არარსებობის გამო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ექვსი თვით მოხდება
- +

2 აგვისტო. 2021. 12:33

 

 

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო მიდგომისა და არგუმენტების არარსებობის გამო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ექვსი თვით მოხდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას არ უნდა, საარჩევნოდ პასუხისმგებლობის აღება, მათი ილუზია იყო, როგორმე თავიდანვე მზადება დაეწყოთ არჩევნების დელეგიტიმაციაზე.

 

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო მიდგომისა და არგუმენტების არარსებობის გამო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ექვსი თვით მოხდება. თავად აღიარებენ, რომ კანდიდატები არიან პროფესიონალები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ამ ადამიანებს მხარს არ უჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ცესკო-ში მუშაობენ. თავის დროზე, კრისტიან დანიელსონის წინადადება ის იყო, რომ „დაბლოკვის მექანიზმი“ ჩადებულიყო კანონმდებლობაში სწორედ იმიტომ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურების ხელოვნურად შეჩერება არ მოეხდინა რომელიმე მხარეს. სამწუხაროდ, 100 ხმა ვერ მოგროვდა, ამიტომ, ექვსი თვით ავირჩევთ დღეს თავმჯდომარესა და ცესკო-ს წევრებს. ოპოზიცია წინააღმდეგობაში თავისივე განცხადებებთან მოდის, რომ კანდიდატები არიან პროფესიონალები და ობიექტურები. მათ არ უნდათ, საარჩევნოდ პასუხისმგებლობის აღება, მათი ილუზია იყო, როგორმე თავიდანვე მზადება დაეწყოთ არჩევნების დელეგიტიმაციაზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცედურის წარმართვა კანონის შესაბამისად ხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრიან კენჭს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner