logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: ჩანაწერები არ არსებობს - „ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს“, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე
- +

2 აგვისტო. 2021. 12:54

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარი  არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, „სინამდვილეში ჩანაწერები არ არსებობს; ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს“.

 

„ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ-ნიუსი“, გავრცელებული იმ არხისგან და იმ ე.წ. მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ, რომ ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც არ არის გასაკვირი, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებით ახდენს დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ. რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი „ფეიკ ნიუსი“, ვინაიდან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს. ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რომ გადაცემა დაიწყო წინასწარი დაზღვევით, მან თქვა, მტკიცებულებებს და დეტალებს ნუ მომთხოვთ, რომ ეს მართლაც ხდებაო. როცა ასეთი განცხადებით იწყება ბრიფინგი, ეს ემსახურება სენსაციას. თუ ვინმესთვის მართლაც გახდა ცნობილი რაიმე კანონდარღვევის შესახებ ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, ის კანონით ვალდებულია ასეთი მტკიცებულებები მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს ტელევიზიის ეთერში ჭორაობის და ამ ტექსტების კითხვის ნაცვლად. ვერც ერთი ქვეყნის ტელევიზიის ეთერში ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მედიამენეჯერი იყოს, იჯდეს ეთერში და კითხულობდეს ტექსტებს. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის და მეგობრების მიმართ ვნახეთ „ფეიკ ნიუსები“, ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია - ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც სისტემურ დანაშაულების აქვს მთავარი წვლილი და დღეს არის ამოფარებული ჟურნალისტებს. ორ მედიასაშუალებას უნდა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ, ორგანიზაციამ იმუშაოს ეფექტურად და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner