logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ბოლომდე გვაქვს დრო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა მოეწყოს
- +

2 აგვისტო. 2021. 13:56

 

 

„როგორც იცით საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის არის შექმნილი კომისია. მე გახლავართ თავმჯდომარე, ბატონი ლევანი არის მოადგილე, თუ არ ვცდები. ჩვენ აგვისტოს ბოლომდე, შუა რიცხვებამდე გვაქვს დრო, რომ საყოველთაო სახალხო განხილვა მოეწყოს,“ – ასე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, შეხვედრები აგვისტოს განმავლობაში გაიმართება.

 

„მთელი მიზანი ამ საყოველთაო სახალხო განხილვის არის ის, რომ პროექტის, რომელიც დაინიცირებულია, სიღრმისეული განხილვა მოხდეს. იმის მიხედვით, რაც იქნება ამ განხილვის შედეგები, უნდა ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე. ვინაიდან, თქვენ ფრაქცია „ლელოს“ წარმოადგენთ და ახსენეთ ვალდებულებები, შეგახსენებთ რომ თქვენ საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სალომე სამადაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა ნაბიჯები გადაიდგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner