„პრემიერ-მინისტრის ბავშვებს რომ მიუვარდნენ, ჰგონიათ, ხალხში დადებით გან წყობას გამოიწვევენ? პირიქით, აგრესიას გააღვივებენ!“ - ამის შესახებ ზალიკო ბერგერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ადამიანს მდგომარეობიდან თუ გამოიყვან, შეიძლება ვალდებულება დაივიწყოს და ამაზრზენ მოქმედებაზე ჟურნალისტს მიკროფონი თავში ჩაარტყას. პრემიერ-მინისტრის ბავშვებს რომ მიუვარდნენ, ჰგონიათ, ხალხში დადებით გან წყობას გამოიწვევენ? პირიქით, აგრესიას გააღვივებენ! ხალხის გაგიჟება უნდათ, მაგრამ იცოდნენ — რევოლუციას ვეღარ მოაწყობენ, სანაიას მკვლელობის დრო აღარ არის. ირაკლი ღარიბაშვილი კი ჩემი სიმპათიაა და ამას ხმამაღლა ვამბობ“, - განაცხადა ზალიკო ბერგერმა.