logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: დაუნახავს, რომ უკან ვიღაც ტიპი მოსდევდა... სადაცაა, თავს უნდა დასხმოდა...
- +

23 ივლისი. 2016. 01:15



რუსუდან შარაძე გურამ შარაძის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადებას ავრცელებს:



„ჭავჭავაძეზე, კორპუსს, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, წლების განმავლობაში, ორი ბიჭი იცავდა - დათო და სულხანი. ორივენი, ლამის, ოჯახის წევრებად გვყავდა მეზობლებს. გუშინ, შემთხვევით, ქუჩაში მხვდება დათო და ასეთ რამეს მიყვება:

 

მკვლელობამდე, დაახლოებით, ერთი წლით ადრე, გვიან საღამოს, თურმე, მამაჩემი სახლში ბრუნდებოდა ფეხით. სულხანს დაუნახავს, რომ უკან ვიღაც ტიპი მოსდევდა. სადაცაა, თავს უნდა დასხმოდა, რომ სულხანს უყვირია და გავარდნილა... ის ვიღაც გაქცეულა...

 

ეს ფაქტი მე არ ვიცოდი, მამაჩემი შინ ასეთ ამბებს არ ყვებოდა. არც ის ვიცოდი, რომ სულხანს და დათოს, თურმე, სულ ეუბნებოდა - მე მომკლავენ!

 

სულპუშკინის" სახურავისკენ იხედებოდა, ალბათ, სნაიპერს ელოდა იქო, - ასე დაამთავრა საუბარი დათომ.

 

რა უნდა ვთქვა?!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner