logo_geo
eng_logo
ხაშურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
- +

2 აგვისტო. 2021. 14:34

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, პედაგოგები.  შპს “ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის“ პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე ხორციელდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აიცრან ასტრაზენეკას, სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ დავით ჩიქოვანის განცხადებით, დღესდღეობით ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია 3000-ზე მეტი აცრა. აქედან ორჯერადად აცრილია 1095 ადამიანი. ვაქცინაციას გადამწყვეტი როლი აქვს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განაცხადა დავით ჩიქოვანმა და მოქალაქეებს კიდევ მეტი აქტიურობისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

 

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის გარდა ჯანდაცვის სამინისტროს ინტერნეტ პორტალისა და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზისა, მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner