რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ამერიკის ელჩის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. იგი წერს:
„ამერიკა ჩვენი მეგობარია! მეგობრობა კი მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს! ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად მე დავწერ მხოლოდ ერთს: ჯერ ბერძნება წაგგვლიჯეს ოქროს საწმისი, მერე ირანმა ომებით დაგვასუსტა, მერე სელჯუკებმა გადაგვიარეს, შემდეგ მონღოლებმა ჩაგვიქროლეს და სისხლიანი ნაკვალევი დაგვიტოვეს, მერე დამოუკიდებლობა გვაყნოსინეს და მოღალატე ქართველებმა ჩაგვიქრეს იმედის სანთელი!
უეცრად თურქი-ოსმალები! მოულოდნელად კახეთი ირანის ხელში! მერე რუსები… შემდეგ კი თავისუფალი რესპუბლიკის სამი წელი! ბოლოს კი ქართველი ბოლშევიკები სტალინი და მისი ამქრები ლენინის თხოვნით გვასაბჭოებენ!
შემდეგ ოსტატმა ავანტიურისტმა, ცრუდემოკრატმა და ცრურეფორმატორმა მიშკამ გვიტირა დედა!!! ახლა კი, ევროპის და ამერიკის გარეგნულად გულუბრყვილო და თვითდაჯერებულმა ჩინოვნიკებმა დაგვიწყეს ჭკუის სწავლება, აპრეხილი ამაყი ცხვირით... გაიგეთ, თავისუფლებას ვერ გვაჩუქებთ, პამპერსებს და წყალს რომ გვიგზავნით ისე! თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თვითონ უნდა მივაღწიოთ: შრომით, თავდადებით სიყვარულით, პროფესიონალიზმით! და გამობრძმედილი, აკანკალებული, მდიდარი და შეშინებული ბიძები ვერ გვაიძულებენ რომ ნარნარით გ ა დ ა ვ შ ე ნ დ ე თ!
საქართველო დიდ მსხვერპლს იღებს 20-30 წელია, ამერიკის და ევროპის მეგობარი რომ გახდეს. მეგობრობა კი ორმხრივი გამიგია, მხოლოდ ორმხრივი! ორმხრივი მსხვერპლის გაღებაა მეგობრობა, ორმხრივი სიყვარული!
დროშებს დაწვავენ რადიკალები! ამერიკულ დროშასაც ცეცხლს მისცემენ სხვათაშორის, ყველგან წვავენ, სხვა ქვეყნებშიაც! ეს კი ამერიკის ელჩს არ სურს! არც მე! მე მსურს მეგობრობა! ამერიკასთან, ევროპასთან, ყველასთან!
თუ მეგობრად არ გვთვლით მაშინ დაგვანებეთ თავი! თქვენ რა იცით, რა სჭირდება ქართველ ხალხს, უძველეს ერს?
რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან! შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას და მათი ბელადის დანაშაულების ჩაფარცხვას! ნუ გვახვევთ თავს მოღალატეებთან შეთანხმებას! ეს არის მეგობრობა?! რატომ გვაიძულებთ, მანიაკი ნაცისტების გამეფებას?პატივისცემით ქართველ ხალხს და მის დამოუკიდებლობას!“ - წერს რობერტ სტურუა.