ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ქრონიკის“ სტუდიაში კოალიცია „ქართულ ოცნებაზე" საუბრობს. მისი თქმით, კოალიციაში ახლა შექმნილია სამუშაო კლიმატი და ყველა აცნობიერებს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანასა და მოსახლეობას.
პირადად მე, მგონია, რომ არჩევნებისთვის ამ შემადგენლობით ვიქნებით მზად, თუმცა გამორიცხულია არაფერია, იმდენად დინამიკურია ქართული პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში, კოალიციის სუბიექტების ცვლილებების სახით, დღის წესრიგში არ გვაქვს რადიკალური ცვლილებები. ზოგადად, როცა იქმნება კოალიცია, იქმნება კონკრეტული კალენდრით, პოლიტიკური ციკლისთვის. ასე, რომ კოალიცია ძალიან პირობითი ერთობაა და შემდგომში ის შეიძლება დაიშალოს. ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიმუშავეთ ერთად და გაგრძელებას ამ სახით ვაპირებთ. ასეთია საერთო განწყობა, მაგრამ მომავალში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვფიქრობ, კოალიციაში ახლა სამუშაო კლიმატია შექმნილი. ყველა აცნობიერებს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის, რა სჭირდება დღეს ქვეყანას და მოსახლეობა", - ამბობს ბესელია.