logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შეთანხმება ანულირებულია და ასეთი ტიპის შეთანხმებას არასდროს მოვაწერთ ხელს!
- +

2 აგვისტო. 2021. 14:53

 

 

„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენ პოზიცია და გავაცანით, რაც შეეხება შეთანხმებას, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არა თუ ამ შეთანხმებას დავუბრუნდებით, არამედ გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ, ბუნებრივია ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ გვქონდა საუბარი, ერთია, რომ ეს იყო დახურული და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პრეზიდენტს აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე. ძირითადი საუბრის თემა იყო ეს. ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ და თქვენ გახსოვთ რომ ოთხი პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს, გარდა ამისა ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდა ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე, მაშინ შეიძლება მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მოეწერათ ხელი ამ პოლიტიკურ პარტიებს და დეპუტატებს მიშელის დოკუმენტზე, მაგრამ ახლა დაგვიანებულია. მკაფიოდ განვაცხადეთ და პატარა ბავშვები არ ვართ, განვაცხადეთ, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება და ამ ანულირების მიზეზი არის ის ოთხი პოლიტიკური პარტია, ის 30-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც ხელს არ აწერდა დოკუმენტს 100 დღის მანძილზე. ასევე, სხვა პარტიებიც არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ხელს აწერდნენ, მაგრამ მხარს არ უჭერდნენ კონკრეტულ ინციატივებს ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ისინი არიან, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ და ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ანულირებულია და ასეთი ტიპის შეთანხმებას არასდროს აღარ მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner