„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. პირველ რიგში, მინდა, მის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ 2 დღეა და ჩემი თანამშრომლები 24 საათი მუშაობენ, რათა სწრაფად დასრულდეს გამოძიება“, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე სიახლეებს ვერ გაასაჯაროვებს.
„გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით“,- აღნიშნა შს მინისტრმა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ცხედრის პოვნის ფაქტი დაადასტურა.