logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: იძინეთ მშვიდად, სანამ ნაგავსაყრელზე გაიღვიძებდეთ!
- +

23 ივლისი. 2016. 01:20



„იძინეთ მშვიდად, სანამ ნაგავსაყრელზე გაიღვიძებდეთ!"- ცოტნე გამსახურდია თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე წერს:


„დაბინძურებული, მოწამლული ჰაერი ქალაქებში, უხარისხო სასმელი წყალი ან სულაც - ტოქსიკური, როგორც მაგალითად ბოლნისის რაიონში... საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული მინდორ-ველები, მდინარეები, გაჩეხილი ტყეები... რადგან წარმატებულ "ინვესტორებს" აქვთ ნულოვანი პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის კიარა, ბიზნესგარემოს წინაშე!

 

ტოქსიკური ჰაერი, წყალი, მოშხამული საარსებო გარემო ჭიათურაში, ტყიბულში, ზესტაფონში, კასპში, უუფლებო და იგნორირებული მოსახლეობა სვანეთში, აჭარაში - პარალელურად მინისტრების პრტყელ-პრტყელი სიტყვები ქვეყნის უსწრაფეს განვითარებაზე... მილიონობით დოლარი, რომელიც ამ ღორმუცელა ინვესტორების მიერ კანონზე მაღლა დგომით და ექსკლუზიური პირობების შექმნით იშოვება და მათხოვრული რამოდენიმე ასეული ლარი - ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ გროშებსაც დღემუდამ ამადლიან და მათ სანაცვლოდ ის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საარსებო გარემოსა და მომავალს იხდის!

 

ეს საქართველოა, ჩვენი შექმნილი ქვეყანა. დიახ, ჩვენ ვქმნით მას არამხოლოდ მტაცებლური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, არამედ დუმილითაც!

 

მოსვენებას არ მაძლევს ფიქრი, რა აკლია ქართველს, რა არის საჭირო, რომ ეკოლოგიური იდეები მის ცნობიერებამდე მიიტანო?! თითქოს არ ჭირდება ამის მიხვედრას არც განსაკუთრებული განათლება, არც სოლიდარობის გრძნობა: ამ ერთ ბეწო ქვეყანაში ხომ ყველა და ყველაფერი ურთიერთკავშირში უნდა იყოს...

იძინეთ მშვიდად, სანამ ნაგავსაყრელზე გაიღვიძებდეთ!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner