logo_geo
eng_logo
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა
- +

2 აგვისტო. 2021. 15:06

 

 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

 

ავღანეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა სიტუაციის კონტროლის ქვეშ მოქცევას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს.

 

„დღევანდელი მდგომარეობა საერთაშორისო ჯარების გაყვანის შესახებ მოულოდნელი გადაწყვეტილებით არის გამოწვეული. ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჩვენ მოულოდნელი სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდით“, - აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა.

 

აშრაფ ღანის თქმით, თალიბებს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირები არ გაუწყვეტიათ და ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე თავდასხმებს აძლიერებენ.

 

19 ივლისს ავღანეთში 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

 

ავღანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ „თალიბანის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ავღანეთის საზღვრების 90%-ს აკოტროლებენ, სრული სიცრუეა

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner