logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია
- +

2 აგვისტო. 2021. 15:43

 

 

„მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, დოკუმენტმა ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში შემცირებულიყო პოლარიზაცია, ხოლო ამაში დამნაშავედ რადიკალური ოპოზიცია დაასახელა.

 

„მმართველმა პარტიამ იმოქმედა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, წავიდა არაერთ დათმობაზე და ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ გავატარეთ არაერთი რეფორმა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ამ შეთანხმებას ვასრულებდით ცალმხრივად. რადიკალურმა ოპოზიციამ, გარდა იმისა რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაღრმავებულიყო პოლარიზაცია. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან დესტრუქციული დღის წესრიგი. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს მიშელის დოკუმენტს. უფრო მეტიც, მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner