logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისთვის
- +

2 აგვისტო. 2021. 15:53

 

 

პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ოცნების“ გასვლა შეაფასა.

 

„საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისთვის. აქვე ჩვენს ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - მომავალში, სანამ სიტყვას იტყვის, გაითვალისწინოს, რომ ნათქვამს შესრულება სჭირდება და არა შეუსრულებლობის მოხერხებული ფორმულირებებით გამართლება. კრიზისი დარჩა, მაგრამ მოსახლეობაში ისეთი სიმძაფრით აღარ აღიქმება, როგორც პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებში.

 

საპროტესტოდ განწყობილი ხალხი გაიკრიფა. ქართველმა საზოგადოებამ და აქ აკრედიტებულმა ელჩებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია მხარდამჭერების გარეშე დარჩა - რუსთაველზე ორი კარავი და სააკაშვილის გახუნებული პორტრეტი იდგა. ასე რომ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არსებულ რეალობას დაემთხვა. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, რადგან მოსახლეობაში კრიზისი, ასე თუ ისე, განმუხტულია. კიდევ ერთი - როგორი პარტნიორული ურთიერთობაც უნდა გქონდეს ვინმესთან, არ შეიძლება ქვეყანა სამუდამო მმართველობაში გადასცე, გნებავთ ევროკავშირს ან სტრატეგიული პარტნიორობის ელჩებს. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner