logo_geo
eng_logo
ვიქტორ ჯაფარიძე ჩანაწერებზე: არ მჯერა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და არა იმ პერიოდში, როცა გვარამია იყო პროკურორი
- +

2 აგვისტო. 2021. 17:14

 

 

„არ მჯერა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და არა იმ პერიოდში, როცა გვარამია იყო პროკურორი“, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტების კითხვას, უსმენს თუ არა მას სუს-ი. ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ ადამიანებს უკანონოდ უსმენენ.

 

„არ ვადასტურებ, ამის არ მჯერა, ასეთი ფაქტი არ მახსოვს და ამიტომ ვარ დარწმუნებული. გვარამია როცა იყო პროკურორი, მაშინ მისმენდნენ და ქონებას მართმევდნენ, დამაჯარიმეს და 88 წლის დედაჩემის გამოსახლება უნდოდათ, ეს არის ნიკა გვარამია და მისი ხელისუფლება. ჩემს შემთხვევაში, გეუბნებით, რომ ტყუილია და სხვაზე სხვას კითხეთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner