„სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე არშაკ კარაპეტიანი დანიშნა,“ - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეკომენდაციით დანიშნა.
ამასთან, არმენ სარქისიანმა გარემოს დაცვის მინისტრად რომანოს პეტროსიანი შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნარეკ მკრტჩიანი დანიშნა. ორივე მათგანის კანდიდატურა ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა.